Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:48 01.05.2019
"გაკვირვებას იწვევს თქვენი მდუმარე პოზიცია დავით გარეჯთან დაკავშირებით" - ნიკოლოზ მჟავანაძე მამუკა ბახტაძეს

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს


გაკვირვებას იწვევს თქვენი მდუმარე პოზიცია დავით გარეჯთან დაკავშირებით. ერთი კვირაა აზერბიაჯანი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამაზე არც თქვენ და არც ხელისუფლების სხვა შტოს არანაირი რეაქცია არ აქვს.


ბერთუბანის და ჩიჩხიტურის შემდეგ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერიც დაიკავეს. ისინი იძახიან, რომ ეს მათი ტერიტორიაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება იქ შესვლის. ყოველივეს ხელს უწყობს ქართველი მესაზღვრეებიც რომლებიც იძახიან რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და რომ ჩვენ იქ არ უნდა შევიდეთ. 5 ჯარისკაცი აზერბაიჯანმა 25 -ით გაზარდა და აპირებს მთელი კომპლექსის ტერიტორიის ოკუპირებას. მეგობარი ქვეყანა რასაც ხშირად იმეორებთ თქვენ და თქვენი მთავრობის წევრები ასე არ იქცევიან. რადგან დავით გარეჯის გარკვეული ტერიტორია არის სასაზღვრო ზონა და ჯერ საზღვარი გავლებული არ არის, ვიდრე დემარკაცია არ მოხდება მოვითხოვთ:


1.დაიწყოთ მუშაობა აზებაიჯანულ მხარესთან მათი ჯარისკაცების დავით გარეჯიდან გასვლის შესახებ. 

2. უმოკლეს ვადაში დაიწყოთ მუშაობა საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით.

3. დაინტრესდით ჰერეთში ქართველთა ჩაგვრისა და მათი დევნის შესახებ და მიიღეთ შესაბამისი ზომები ამის აღსაკვეთად.

4. გადადგით ნაბიჯები ქვემო ქართლში უკანონო მეჩეთებთან და ვაჰაბიტების ცენტრებთან დაკავშირებით.

5. დაიწყეთ ინტენსიური მოლაპარაკება აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ორი ქვეყნის კეთილმეზობრული და ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად.


თუ უმოკლეს დროში არ გადაიდგმება ნაბიჯები ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო კანცელარიასთან ვიწყებთ ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებს ჩვენი მოთხოვნების შესრულებისათვის.


,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე," - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge