Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:40 10.05.2019
"ან დაიწყონ „მიწის კოდექსზე“ მუშაობა, ანდა ჩამოხსნან ილიას პორტრეტი და მის ნაცვლად სირგო (ორჯონიკიძის), ან ლიკვიდატორ მიშას (ჩოყლაყისა), გამყიდველ ბენდუქასი დაიკიდონ!"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"არ მეგულება ქართველი, დიდი ილიას „საადგილმამულო ბანკის“ თაობაზე რომ არ სმენოდეს; ყველას მოგეხსენებათ - ეს იყო პრაქტიკულად ერთადერთი ეკონომიკური ინსტრუმენტი და ეროვნული ინსტიტუტი, რამაც ქართველთა სამკვიდრო - მამული, გაუცხოებას, ხოლო მკვიდრი ქართველი მემამულე, გლეხი იქნებოდა, აზნაური თუ თავადი, გაკოტრებას გადაარჩინა! და ეს მოხდა რუსეთის ცარისტულ იმპერიაში, ე.ი. იმგვარ ჯოჯოხეთურ პირობებში, როცა არა თუ ჩვენი სახელმწიფო არ გვქონდა, არამედ ფიზიკური გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხე გვემუქრებოდა! მაშინ დიდი ილიას მეთაურობით სწორედაც ქართულმა „გულმა, გრძნობამ და გონებამ“, რაც ამ საგმირო საქმეს - ეროვნული მობილიზების გზით სამკვიდროს დასაცავად უცხო და მტრულ სახელმწიფოში ამ ეროვნული ინსტიტუტის -„საადგილმამულო ბანკის“ გამართვას სჭირდებოდა, გვიხსნა!


...დღეს, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და თითქოს არც არაფერი გვემუქრება ისეთი, რათა მიწის საკითხი, როგორც ეს ჯერ არს, ე.ი. როგორც დიდი ილიას მემკვიდრეობას თანამედროვე ეპოქაში შეშვენის, გადავწყვიტოთ, ამას აგერ უკვე თითქმის 30 წელია, ვერაფრით ვახერხებთ! ვერ ვახერხებთ, რადგან, ვაი რომ, ეს - ქართული „გული, გრძნობა და გონება“ თურმე გვაკლია! გვაკლია, რადგან ან ჯაყობად ვიქეცით ანდა უარესი - თეიმურაზ ხევისთავებად! სხვა ახსნა, ამას არ მოეპოვება!


...საუბედუროდ, ეს, ე.ი. მიწის საკითხის ჯეროვანი გადაწვეტა, ვერ მოახერხა ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ! არა, იმიტომ არა, რომ ნაცების დროინდელი „ლიკვიდატორ-გამყიდველობის“ უკუღმართული სენით არის შეპყრობილი, არამედ, როგორც ჩანს - ვერ მოიცალა ამ სასიცოცხლო საკითხისათვის! ვერ მოიცალა, რადგან ათასგვარი სისულელით, რაც ნაცებთან ვითომ პოლიტიკურ პაექრობას მოაქვს, არის ფუჭად დაკავებული!


არადა, მიწის გაუცხოებისა და მკვიდრი ქართველობის გაკოტრებისკენ მიზან-მიმართული, ე.ი. ნაცური (წაიკითხეთ - „ნაწყლური“, რაც სინონიმებია!) ავაზაკური პოლიტიკის, რაც სწორედაც ილიას საპირისპიროდ ბარაბას გზა იყო, ერთხელ და სამუდამოდ დასამარცხებლად და არა ოდენ ფუჭად საყაყანოდ, მიწის საკითხის ჯეროვანი გადაწყვეტა სწორედაც უებარი წამალი იქნებოდა!


ამის მაგივრად, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რაც არ უნდა გამაოგნებელი იყოს ეს, იგივე ნაცური გზა გააგრძელა - მიწის შესახებ კანონპროექტში უტიფრად ჩაწერა „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი“, რომელსაც, როგორც გამონაკლისსს, თურმე ჩვენი მიწა საკუთრებაში ერგება! რას ნიშნავს ეს, თუ არა იმის საპირისპიროს, რასაც ილიას “საადგილმამულო ბანკი“ ნიშნავდა?! ის ეროვნული ინსტიტუტი იყო მტრულ სახელმწიფოში, ხოლო ახლა, საკუთარ სახელმწიფოში თურმე „საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა“ (რა ჯანდაბაა?!) უნდა არკვიოს ქართველთა სამკვიდროს ( გაუცხოვდება ის თუ არა), ისევე, როგორც მკვიდრი მემამულის ( გაკოტრდება იგი თუ არა) ბედი?!


ვერაფრით ამიხსნია, გარდა ნაცობისა, ანუ ნაწყლობისა, ე.ი. აშკარა მოღალატეობისა, რა არის მოტივი კანონის პროექტში ამგვარი სიბრიყვისა და სირეგვნის, ე.ი. მესაკუთრე სუბიექტთა შორის „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების“ მოხსენიებისა?! დამისახელონ ერთი მაინც საკუთარი თავის პატივისმცემელი გინდა ევროპული და გინდა არაევროპული ქვეყანა, ვისაც კანონში მსგავსი სისულელე უწერია!


დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტის ავტორსაც და მის პოლიტიკურ პატრონსაც კაბინეტებში დიდი ილიას სურათი უკიდიათ! ან ეს რეგვენული კანონპროექტი უკან წაიღონ, ვისაც ამისი „გული, გრძნობა და გონება“ შერჩენია, მათთან ერთად „მიწის კოდექსზე“ დროულად დაიწყონ მუშაობა,  ანდა ჩამოხსნან ილიას პორტრეტი და მის ნაცვლად დიდი და პატარა ბარაბებისა, მაგ. - მიწის ვერაგად გამჩუქებელი სირგოსი (ორჯონიკიძისა), ლიკვიდატორ მიშასი (ჩოყლაყისა), გამყიდველ ბენდუქასი და სხვ. დაიკიდონ!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge