Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:49 10.05.2019
"უნდა დავაყადაღოთ ოპერის შენობა, რუსთაველის თეატრი, აწყურის ტაძარი და ყველაფერი, რაც ივანიშვილმა დააფინანსა, რადგან ეს ყველაფერი მოსყიდვაა"

სოსო მანჯავიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.


"ქალბატონმა გიგაურმა განაცხადა, რომ სამება არ უნდა მოიხატოს ბიძინა ივანიშვილის ფულით, ვინაიდან ეს იქნება მოსყიდვა. ძნელია არ მოიხიბლო ასეთი სიბრძნით, მაგრამ გავკადნიერდები და ქალბატონი გიგაურის აზრს გავაგრძელებ. სამება, როგორც ცნობილია, ძირითადად ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენდა. 


ამიტომ ისიც მოსყიდვად, ანუ ქრთამად უნდა განვიხილოთ. აქედან გამომდინარე, ის უნდა დავაყადაღოთ, როგორც მტკიცებულება. ასევე უნდა დავაყადაღოთ ოპერის შენობა, რუსთაველის თეატრი, აწყურის ტაძარი და ყველაფერი, რაც ივანიშვილმა დააფინანსა, რადგან ეს ყველაფერი მოსყიდვაა.


ისინიც უნდა დავაპატიმროთ, ვისაც ივანიშვილისაგან ფული აქვს მიღებული"
,-აცხადებს მანჯავიძე. როგორც მან აღნიშნა, ცუდი ის არის, რომ დემოკრატიის ბრძოლის საფარქვეშ ამოფარებული ორგანიზაციები სახელმწიფოს, ოჯახის და ზოგადად, საზოგადოებრივი მორალის განადგურებას ახორციელებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge