Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:59 14.05.2019
ნიკოლოზ მჟავანაძეს ოჯახის განადგურებით ემუქრებიან

რა ფარული გარიგება დადო ივანიშვილმა ალიევთან, რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ მეოც ნებეები დავით გარეჯის თემაზე, რატომ აღარ ივლის საქართველოში ხალხი ეკლესიებში? - ამის შესახებ "ახალ თაობას"უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანა ძე ესაუბრება.

 

ნიკოლოზ მჟავანაძე:

 

- როგორც კი საინგილოს და დავით გარეჯის თემაზე ვიწყებ საუბარს, ჩემს წინააღ მდეგ ეგრევე იწყება ბრძოლა. გარდა იმისა, რომ ტროლები აქტიურდებიან, მიდის პირდაპირი მუქარები. ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლე ბა. ამის თქმის საფუძველი ნამდვილად მაქვს. პირველად საინგილოს თემა რამდენიმე წლის წინ წამოვწიე. იმდენს მივაღწიე, რომ აზერბაიჯანის საელჩოდან და ილხამ ალიევისგან მივიღე საპასუხო წერილი. ინგილოების დატოვება ასე არ შეიძ ლება, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ადამიანებს მონებივით ექცევა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩემს განცხადებებზე რეაგირება მაინც ჰქონდა, ოფიციალური თბილისი კი ამ საკითხით საერ თოდ არ დაინტერესებულა. მეტსაც გეტყვით, ერთერთი სტრუქტურის წარმომადგენლებმა და მიწყეს მუქარა.

 

- ეს როდის მოხდა?

- პირველად რამდენიმე წლის წინ დამე მუქრნენ. ამ მუქარასთან დაკავშირებით პოლიცი ასაც მივმართე, მაგრამ მაშინ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ. 19 მაისს `ობიექტივზე~ მქონდა გადაცემა, სადაც დავით გარეჯის საკითხზე ვისაუბრე. ვთქვი, რომ თბილისს ამ პრობლემის მოსაგვარებლად თითითითზე არ დაუკარებია. გვიყვებიან ზღაპრებს, რომ აზერბაიჯა ნულმა მხარემ ჩიჩხიტურთან მისასვლელი ბილი კები გახსნა. ბილიკები გახსნილია, მაგრამ პრობ ლემა არ მოგვარებულა. სააკაშვილის კულტუ რის მინისტრ ნიკა რურუას წლების წინ აქვს ნათქვამი, რომ დავით გარეჯი ტაოკლარჯეთის ბედს გაიზიარებს. რადგან საბჭოთა კავშირის დროს ეს უნიკალური ქართული ძეგლი აზერბა იჯანის საზღვრებში იყო მოქცეული, წინა ხელი სუფლება მის დაკარგვას შეგუებული იყო. და კარგვას შეგუებულია ეს ხელისუფლებაც. 10 მაისის გადაცემაში ამ თემაზე სხვა მწვავე განცხადებებიც გავაკეთე. მეორე დღეს, ანუ 11 მაისს მივიღე მუქარის შემცველი შეტყო ბინება. ერთი პიროვნება ოჯახის განადგურებით მემუქრება. ამასთან დაკავშირებით მაშინვე მივმართე პოლიციას. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს.

 

- რატომ არ გაქვთ იმედი?

- ასეთ მუქარას რამდენიმე წლის წინაც ჰქონდა ფაქტი, მაგრამ მისი გამოძიება არ მომ ხდარა. ეს მუქარაც ასე ჩაივლის. მე ვესაუბრე პოლიციის წარმომადგენლებს და როგორც მით ხრეს, მათ უკვე დაკითხეს ის პიროვნება, რომელ მაც მუქარის შემცველი შეტყობინება გამომიგ ზავნა. ახლა ყველაფერი პროკურატურაზეა და მოკიდებული. ეს ხელისუფლება ძალიან ცდება თუ ჰგო ნია, რომ მსგავსი მუქარები ან შემაშინებს, ან გამაჩერებს. არც ის გამიკვირდება, რამე პროვო კაცია მომიწყონ და საქმე შემითითხნონ. ორი დღის წინ, 12 მაისს ორი ადამიანი ძალიან საეჭვოდ მოვიდა ჩემთან. ასე თუ ისე, ცნობადი სახე ვარ და ზოგჯერ ხალხი ქუჩაში მაჩერებს და რაღაცებს მეკითხება, მესაუბრება. იმ დღესაც გამაჩერეს და დამიწყეს საუბარი. მეუბნებოდნენ, ეს ხელისუფლება იარაღით უნდა ჩამოვაგდოთო. ეტყობა, ეგონათ, რომ ამაზე მათ დავეთანხმე ბოდი, ამ საუბარს ჩაიწერდნენ. მერე გააკეთებდნენ მის ფაბრიკაციას და იტყოდნენ, მჟავანაძე ავტომა ტებით აპირებს ხელისუფლების დამხობასო. "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლებას დაემსგავსა. ამის გარდა, კაგებეშნიკური მეთო დებით დაუწყეს განსხვავებულ აზრს დევნა. რო გორც ჩანს, ყველა ადამიანი მიუღებელია, ვინც ამათ მოღალატეობრივ საქმიანობაში ამხელს. რაკი ეს მუქარა დავით გარეჯის თემას მოჰყვა, "ოცნებას"მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა აქვს გადაწყვეტილი. როგორც ამბობენ, ივანიშვილსა და ალი ევს შორის გარეჯის გადაცემის შესახებ რაღაც შეთანხმებაც არის მიღწეული.

 

 

- მათი შეთანხმება არ ვიცი, მაგრამ ორი წლის წინ თქვენ ამ თემაზე სკანდალური ინტერვიუ მოგვეცით. წარ მოადგინეთ აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიაში გამოქვეყნებული სტა ტია, სადაც აზერბაიჯანელი ექსპერტი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა, რომ რაკი საქართველო მათი სტრატეგიუ ლი პარტნიორია, გარეჯი და ერისიმე დი უნდა დაუთმოს.

 

- ახლა უარესები იბეჭდება. წე რენ, რომ დავით გარეჯს არ დათმობენ. ამბობენ, რომ ქვემო ქართლში სვანების ჩასახლება აღარ უნდა მოხდეს. ისე მი დის საქმე, აზერბაიჯანული მხარე მალე, დავით გარეჯთან ერთად, ქვემო ქართლის გადაცემასაც მოითხოვს. ქვემო ქართლზე არ ვიცი რას იზამენ, მაგრამ დავით გარეჯის დათმობა რომ გადაწყვეტილი აქვთ, ეს ფაქტია.

 

- რატომ ფიქრობთ ასე?

- ცოტა ხნის წინ ხელისუფ ლებისგან მოვითხოვე მოეწოდე ბინათ ინფორმაცია თუ რას აკე თებდნენ ამ მიმართულებით. მათ მომაწოდეს დოკუმენტაცია, სადაც ის ხალხია ჩამოთვლილი, ვინც საქართველოს საზღვრების დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიაში მუშაობს. გვარების ჩამოთვლა არ მეზარება, მაგრამ საზოგადოება არც ერთ მათგანს არ იცნობს. კომისიაში შედიან იუსტიციის და საგარეო საქ მეთა სამინისტროების, სუსის და სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები. კომისიაში ასევე არიან უსაფრთხოების საბჭოს და თავდაცვის სამინისტროს წევრები. კომისიის არც ერთი წევრი არ არის არც ისტორიკოსი, არც გეოგრაფი და არც ხელოვნე ბათმცოდნე. ერთი კაციც კი არ არის იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც დავით გარეჯის ქარ თულ წარმომავლობას დაამტკიცებს. სახელმწიფო, რომელიც იძახის, რომ აზერ ბაიჯანი ჩვენი მეგობარია და არ გავაღიზიანო თო, მან რა პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. აღდგომის მეორე დღეს დავით გარეჯში ავედი. იქ სასულიერო პირებსაც გავესაუბრე. ერთერთმა მორჩილმა მითხრა, 2007 წელს როცა დაიწყო ამ ძეგლზე დავა, მათთან ავიდნენ ბადრი ბიწაძის თანაშემწეები. ბიწაძე მაშინ სასაზღვრო უწყებას ხელმძღვანელობდა. მათ აუტანიათ რუკა, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის საზღვრებში შე დიოდა. მორჩილებმა ამის გამო მესაზღვრეებს უსაყვედურეს თურმე და უთხრეს, ეს რა რუკა მოიტანეთ, ქვეყნის მტრები და აზერბაიჯანის აგენტები ხომ არ ხართო. სასულიერო პირებს სულ სხვა რუკები აქვთ. ამ რუკებით გარეჯი საქართველოს საზ ღვრებშია მოქცეული. სამწუხაროა, რომ ჩვენი ჩინოსნების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. დაბალი რანგის მოხელეები ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავენ. ყველაფერი მამამარჩენალთან არის შეთანხმებული. მე ამ ხელისუფლების არ მჯერა. როგორ დავუჯერო, როცა საინგილოში მიმდინარე პროცესებზე თვალს ხუჭავენ. იქ მცხოვრები ქართველები მონებივით არიან, ბავშვებს ქართულ სახელებს ვერ არქმევენ. ეკლესიებში შესვლის უფლება არა აქვთ. ზაქათალაში ტაძარი ტუალეტად აქვთ ქცეული. ამ დროს, ქვემო ქართლში, მეჩეთი მეჩეთზე იხსნება. ხელისუფლებისთვის მიუღებელია საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც მათ ამხელს. მე და ჩემნაირებს თავიანთი აგენტურა დაგვიპირისპირეს. მინდა ვუთხრა `ქართულ ოცნებას~, მუქარით შეიძლება თქვენი პარტაქტივი შეაშინოთ, რომლებიც სააკაშვილის დროს, როცა ჩვენ ვიბრძოდით, ჩირგვებში იმალებოდნენ. მათი პოლიტიკა არის განწირული. ერთი ამბავი რომ ატეხეს, ივანიშვილი აწყურის ტაძარს რესტავრაციას უტარებსო, იმაზე რატომ არ გაამახვილეს ყურადღება, მეორე ხელით რომ გეი აღლუმს ატარებს. ძალიან მიხარია, ახალი ეკლესიები რომ შენდება, მაგრამ ცოტა ხანში იქ ხალხი აღარ შევა.

 

- რატომ არ შევა?

- ქართველები საქართველოდან გარბიან და ვინ ივლის ეკლესიებში. ხელისუფლებაში "ოცნების" მოსვლის შემდეგ ხალხის გადინებამ ძალიან მოიმატა. ივანიშვილს რუსეთსა და ევროპაში ანაკონდას და მახრჩობელას ეძახდნენ. მეგონა, რომ მახრჩობელა ილეთებს ჩვენი ქვეყნის მტრების წინააღმდეგაც გამოიყენებდა. სამწუხაროდ, ამ ილეთებს ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. სააკაშვილი ხალხს ქუჩაში ტყვიებით ხოცავდა, "ოცნება" შიმშილით კლავს

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა