Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:34 16.05.2019
"მტკვარში ჩაყრილი ავტომანქანის საბურავების "სასაფლაო" იპოვეს... აი, ასე ვუფრთხილდებით "ცაფირუზხმელეთზურმუხტის" ბუნებას"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა" - ნიკოლოზ ბარათაშვილმა "ფიქრნი მტკვრის პირას" 1837 წელს დაწერა...


დღეს კი... საწყალი მტკვარი...


ახლა მდინარის კალაპოტის გაწმენდის ვიდეოკადრებს ვუყურებ... ოდესღაც ანკარა მტკვარი ნაგვითაა სავსე. გარეგნულად რომ ვხედავთ, ეს კიდევ არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რასაც ფსკერზე წყალი და ნაპირებზე მცენარეულობა ფარავს. პლასტმასის ბოთლები და ცელოფანის პარკები ჰო, მაგრამ ახლა მდინარეში ჩაყრილი ავტომანქანის საბურავების "სასაფლაო" იპოვეს - პირდაპირ მთაა რამდენიმე ათეული საბურავით.


აი, ასე ვუფრთხილდებით "ცაფირუზხმელეთზურმუხტის" ბუნებას."-წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge