Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:19 17.05.2019
"ქვეყნისათვისაც და მმართველი პარტიისთვისაც ნამდვილი გამოსავალი რეფორმებშია"- დავით ზარდიაშვილი

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის სკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ზუგდიდში მერის არჩევნებს ნაკლებად ანდაც - საერთოდაც არა აქვს ადგილობრივი კონტექსტი; ეს არჩევნები დაუნაწილებელი,არაინსტიტუციონალიზებული ძალაუფლებისთვის გააფთრებულ, წესების გარეშე სრულიად ველურ ბრძოლას ემსგავსება...


... ერთადერთი პოზიტიური, რამაც ამ შემთხვევაში უწესოდ ბრძოლის შესაძლო შედეგმა - ნაცების ბოროტმა რევანშმა შეიძლება მოიტანოს, სწორედ ამის ხაზგასმულად დემონსტრირება იქნება: ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური მოწობა, რაც ასე თუ ისე „მუშაობდა“ ერთპარტიული ადგილობრივი ხელისუფლების, როცა მერიცა და საკრებულოც მმართველი პარტიისაა, პირობებში, სრულიად უვარგისი გახდება, თუკი მერი ნაცი იქნება (თანაც არა მხოლოდ ნაცი, არამედ ცოლი ნომერ პირველისა და „თლა უფროსი რძალი“ დანარჩენებისა), ხოლო საკრებულო - ისევ უმრავლესობით ქოცი. მივიღებთ ვითარებას, როცა არათუ შეუძლებელი იქნება ამ ორი ორგანოს რაიმე ფორმით თანამშრომლობა, არამედ მათი თანაარსებობაც ანუ ეს ყბადაღებული „კოაბიტაციაც“ -წარმოუდგენელი.


აშკარაა- ზუგდიდი, თუ იქ ჩოყლაყ-სანდრული რევანში შედგა, მინიმუმ წელიწადნახევარი, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პერიოდში, სამკვდრო-საციცოცხლო ომის ერთ-ერთ უმთავრეს არენას დაემსგავსება, ხოლო ადგილობრივი თთვითმმარველობა, როგორც ასეთი - ამ პერიოდში მთლიანად პარალიზებული იქნება იქ.


და რა არის ამაში პოზიტიური? რასაკვირველია, ერთადერთი ის, რომ იქნება და მმართველი პარტია მიხვდეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება წესით და კანონით ერთიანი უნდა იყოს, მისი „გახლეჩვა“ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სახელისუფლებო „შტოებად“, თანაც იმგვარად, როცა მერი - ერთპიროვნული აღმასრულებული ორგანოა, ინსტიტუციური სიმახინჯეა! ვიმეორებ - როცა ერთი პარტიის ხელშია ეს ორივე ერთიანი ხელისუფლების ნაძალადევად გახლეჩვით წარმოქმნილი ე.წ. შტო, მაშინ ეს სიმახინჯე იმდენად არ ჩანს, მაგრამ თუკი ორი მამასისხლად წაკიდებული პარტიის ინსტრუმენტები გახდებიან ისინი, მაშინ გარდა კრიზისებისა, საიდანაც გამოსავალიც არ არის, არაფერს უნდა ველოდოთ! ჰოდა, ამას თუ დაინახავენ, იქნებ რამე შეცვალონ და ამგვარი „ეგზისტენციალური კრიზისიდან“ ერდადერთ გამოსავალს მიაგნონ კიდეც: ბოლო ბოლო ეს ოხერტიალი ძალაუფლება, რომლისთვისაც ბრძოლას შეიძლება ქვეყანა მართლაც გადაყვეს, დაანაწილონ (აქ იგულისხმება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებათა გამიჯვნა) და მისი გამართული ინსტიტუციონალიზება შეძლონ! ეჭვი მეპარება ეს მოხერხდეს, თუმცა მაინც ვნახოთ.


რასაკვირველია, გაცილებით იოლი იქნება, თუკი სანდრას ახლა დაამარცხებენ და მოსალოდნელ „ეგზისტენციალურ კრიზისს“, რომლის სახე და არენა ზუგდიდი გახდება, ამთავითვე დააღწევენ თავს. მაგრამ მაშინ, ვეჭვობ - იზრდება რისკი, რომ კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ 2020-ის არჩევნებში.


დასკვნა ერთადერთია - ქვეყნისათვისაც და მმართველი პარტიისთვისაც ნამდვილი გამოსავალი რეფორმებშია, რომელთა გარეშეც "ეგზისტენციური კრიზისი", ადრე თუ გვიან, მაინც გარდაუვალია. ამ რეფორმიდან ყველაზე მთავარი - მმართთველობის სისტემის დეცენტრალიზაციაა!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge