Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:05 17.05.2019
საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სარგებლობს – 31%

კომპანია “იპსოსმა” კვლევა საქართველოს მასშტაბით, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. ამ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ. პოლიტიკოსების საზოგადოებრივი გავლენის აღქმა – გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სარგებლობს – 31%. გამოკითხულთა 29% ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასახელებს, 28% კი - შს მინისტრ გიორგი გახარიას. გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ ყველაზე დიდი გავლენით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სარგებლობს. გამოკითხულთა 18% -ისთვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს დიდი გავლენით. 16% კი ირაკლი კობახიძეს აღიქვამს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge