Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:42 17.05.2019
კიევის საოლქო სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც პრეზიდენტს და 180 უკრაინელ მაღალჩინოსანს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს

კიევის საოლქო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც 180 უკრაინელ მაღალჩინოსანს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, მათ შორის, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, უმაღლესი რადას სპიკერს ანდრეი პორუბის და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს ვლადიმირ გროისმანს. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება. „სიაში არიან, ასევე, 50 სახალხო დეპუტატი პრეზიდენტის ფრაქციიდან, მთავრობის 40-ზე მეტი წევრი, „ნაფტოგაზის“ მმართველობის ხელმძღვანელი, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

სარჩელი 26 აპრილს ბლოგერმა ალექსანდრ დუბინსკიმ და უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა დავით ჟვანიამ შეიტანეს. ისინი შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს ხსენებულ მაღალჩინოსნებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge