Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:11 18.05.2019
„თუ ზუგდიდის მერის არჩევნებზე დამკვირვებელთა ეს რაოდენობა სიმართლეს შეესაბამება, უბნებზე დაპირისპირების ძალიან სერიოზული საშიშროებაა“

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი მელაშვილი უარყოფითად აფასებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდისარჩევნებს 5 000 ადამიანი დააკვირდება: 

 

„5000 მეტი დამკვირვებელი 107 უბანზე ზუგდიდში. საშუალო, უბანზე 50 კაცზე მეტი! უბრალოდ ვერ დაეტევიან, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც საუბნო კომისიები საკმაოდ პატარა შენობებშია განლაგებული, თან ამას კომისიის წევრები დაუმატეთ. ჰო, მართლა, ისე ამომრჩევლებიც უნდა შევიდნენ იმ ოთახში. აშკარა საფრთხეა, რომ ყველა დამკვირვებელი ხმის მიცემის ოთახში ვერ დაეტევა და შეიძლება ატყდეს ამბავი უბნებზე დამკვირვებლებს არ უშვებენო. თუ ზუგდიდის მერის არჩევნებზე დამკვირვებელთა ეს რაოდენობა სიმართლეს შეესაბამება, უბნებზე დაპირისპირების ძალიან სერიოზული საშიშროებაა, აბსოლუტურად უმართავი სიტუაცია შეიძლება მივიღოთ!“, წერს ირაკლი მელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge