Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:09 18.05.2019
„შენ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს შემწყნარებლობისკენ!“ - ლგბტ თემის მიმართვა ნიკა გვარამიას

ლგბტ თემის წარმომადგენელმა გუშინ ღიად მიმართა რუსთავი-2-ის გენდირექტორს, რომ მათ გვერდით დადგეს და საკუთარი ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადოს:

 

„ნიკა, ვიცი, რომ ალბათ ეს ყველაფერი არ მოგეწონება და ალბათ სადღაც შენს მხარესაც არის სიმართლე. შეიძლება მართალი ხარ და ამას დიდი საქმისთვის აკეთებ, მაგრამ შენც უნდა#დაგვინახო! დღეს, 17 მაისია. ქვეყნის მოსახლეობის ერთი უდიდესი, ძლევამოსილი და აგრესიული ნაწილი გვეუბნება, რომ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. რამდენიმე ასეული ადამიანი კი ამ დღეს სახლში ვიკეტებით, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე არ ვფიქრობთ, იცი ჩვენ ვერ გავდივართ ქუჩაში შენსავით, ჩვენ არ გვაქვს ის სახალხო სიყვარული, რაც გაქვს შენ, ჩვენ არ გვაქვს ის ძალაუფლება რაც გაქვს შენ და არც შესაძლებლობები. შენ თითქოს ერთ-ერთი ჩვენიანი ხარ, მაგრამ ერთი წამითაც არ გიცხოვრია ჩვენსავით. მეტიც, შენ შენი პოლიტიკური ბრძოლისთვის, შენი კარიერისთვის თუ სხვა დიდი მიზნებისთვის, შექმენი აბსოლუტურად ჰომოფობიური, სიძულვილის ენაზე დაფუძნებული ტელევიზია. მაშინ როდესაც შენ უბრალოდ შეგიძლა გამოხვიდე და თქვა, რომ ხარ ერთ-ერთი ჩვენიანი, ხარ ჩვენი თემის, ჩვენი ოჯახის წევრი და მოუწოდო ხალხს ჩვენ მიმართ შემწყნარებლობისკენ! გიფიქრია რამდენ ადამიანს დაეხმარებოდი? გიფიქრია რამდენ ადამიანს შეუმსუბუქებდი ცხოვრებას? თუკი ადამიანი, რომელზეც გიჟდება მთელი ქვეყანა, გამოვა და იტყვის, რომ არის LGBTQI პირი, შენ გგონია რომ ამით ის ხალხი შეგიძულებს? არა, შენ მათ ჭირდები, ისინი შენ მიგიღებენ და ამით მიგვიღებენ ჩვენც. გევედრები, თუკი რამ ადამიანური შეგრჩენია, გამოდი და თქვი სიმართლე, გამოდი და დაგვეხმარე, ანახე წესრიგს, რომ შენ მართავ მას და არა წესრიგი შენ! შენ, შესაძლოა ჩვენი ბოლო იმედიც კი ხარ!“– წერს ფეისბუქგვერზე “თანადგომის გვერდი – დამინახე/Here for U”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge