Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:09 18.05.2019
ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი ამ დროისთვის, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს პოლიციის შენობაშია გადაყვანილი. ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.

 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს. „მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ, ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თინა ბოკუჩავა. ოპოზიციის ინფორმაციით, ირაკლი ჩანგელია საოლქო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge