Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:41 19.05.2019
12:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში, სხვა ოლქებთან შედარებით, ყველაზე დაბალი აქტივობაა დაფიქსირებული

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 10,4% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რაოდენობრივად ეს არის 4 568 ამომრჩეველი. მთაწმინდის ოლქში, სხვა ოლქებთან შედარებით, ყველაზე დაბალი აქტივობაა დაფიქსირებული. ყველაზე მაღალი აქტივობა 35,7% დაფიქსირდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რაც რაოდენობრივად არის 163 ამომრჩეველი. დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

ახმეტა - 18,4% (225 ამომრჩეველი),

მარნეული - 14% (13 957ამომრჩეველი),

ადიგენი - 23,1% (260 ამომრჩეველი),

ზესტაფონი - 16,5% (9 048ამომრჩეველი),

ჭიათურა - 17,6% (7 545 ამომრჩეველი),

ტყიბული - 17,7% (630 ამომრჩეველი),

წყალტუბო - 22,2% (935 ამომრჩეველი),

ოზურგეთი - 17,8% (904 ამომრჩეველი),

ზუგდიდი - 20,1% (24 282 ამომრჩეველი),

ხულო - 19,5% (4 700 ამომრჩეველი).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge