Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:31 20.05.2019
"2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, სააკაშვილის ხელისუფლებამ აკადემიკოსი გურამ შარაძე დახვრიტა"

საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი -იოანე მამუკა ცუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"2007 წლის 20 მაისს, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვრიტა აკადემიკოსი გურამ შარაძე. XXI საუკუნის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით ეს იყო ყველაზე რეზონანსული მკვლელობა, ვინაიდან რეჟიმმა შეძლო ინტელიგენციისა და საზოგადოების დაშინება, დატერორება და დაბეჩავება..ბატონ გურამის დახვრეტის რეზონანსულობასა და განსაკუთრებით მნიშვნელობაზე ისიც ნათლად მეტყველებს (მიუთითებს), რომ წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციაში მყოფი დღევანდელი „სისტემა“ კვლავ დუმს და სიმართლეს არ ამბობს.. არა და ფაქტი სახეზეა, გურამ შარაძის შეეწირა საართველოს, მის წარსულსა და დღევანდელობას. მისმა არყოფნამ დიდად დააზარალა ქვეყნის ინტელექტუალური, მეცნიერული და კულტურული მომავალი და საერთაშორისო იმიჯი. სიმართლის მთქმელი აღარავინაა.. ნაწილი დაბერდა და მათი ხმალი და კალამი აღარ ჭრის, ზოგი მოისყიდეს, ან კიდევ წავიდნენ გზა მართალს. მე მახსოვს გულანთებული, მებრძოლი, მუდამ შემართული და ომახიანი გურამ შარაძე, რომლის მკვლელობის საქმეს ნათელი უფლის შეწევნით მალე მოეფინება..


ღმერთმა დააწესოს სული სამშობლოს ერთიანობის, ძლიერებისა და ეროვნილი ფასეულობებისათვის ზვარაკად შეწირული მამულიშვილისა, ამინ. ჩვენს რუსუდანს და გურამ შარაძის საზოგადოებას ვუსურვებ სიმტკიცეს, სიძლიერეს და ბრძოლას გამარჯვებისთვის!" - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge