Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:50 20.05.2019
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის გარდა უძრავ ქონებას საქართველოშიც ფლობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაში. დეკლარაციის მიხედვით, ზელენსკის ოჯახი საქართველოში მშენებარე ერთ-ერთ სასტუმროში 5 ნომრის მფლობელია, თუმცა რომელ ქალაქში, ეს პრეზიდენტს დაზუსტებული არ აქვს. დეკლარაციის მიხედვით, პრეზიდენტი ფლობს რამდენიმე ბინას კიევში, მისი მეუღლე 130 კვ/მეტრის ქონებას ყირიმში და ასევე რამდენიმე უძრავ ქონებას უცხოეთში. მათ შორის, 91 კვ/მეტრის ფართობის ბინას დიდ ბრიტანეთში და 413 კვ/მ-ს - იტალიაში.

 

ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge