Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:43 21.05.2019
მსოფლიო ლიდერების აკადემიური ხარისხი

 

ქვეყნის მართვის სტილზე გავლენას ახდენს პოლიტიკოსების განათლება, კომპეტენციები,  უნარ-ჩვევები, აკადემიური მიდგომები, ქარიზმატულობა და ლიდერობა.


მსოფლიო ლიდერების 83%-ს გააჩნია უმაღლესი განათლება. გავლილი აქვთ აკადემიური უმაღლესი განათლების ერთი ან რამდენიმე საფეხური (დოქტორანტურა, მაგისტრატურა, ბაკალავრიატი). აღსანიშნია, რომ მსოფლიო ლიდერების განათლება მრავალფეროვანია, უმაღლესი აკადემიური განათლების კვალიფიკაციებიდან ფართო პოპულარობით სარგებლობს ეკონომიკა, პოლიტიკა და სამართალი. ხოლო დანარჩენი მიმართულებები მხოლოდ ცალკეულ ლიდერებში გვხდება (ჰუმანიტარული, ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესი, ფინანსები, განათლება, მედიცინა და სხვა). თუმცა, ზოგიერთ ლიდერს გააჩნია ფორმალური უმაღლესი განათლება სამხედრო ცოდნით. ზოგიერთს კი გააჩნია სრული ზოგადი განათლება (ზოგადი  საშუალო განათლება).


გლობალურ განსხვავებას განაპირობებს ქვეყნის კურსი და პოლიტიკოსების პროფესიული გზა. მსოფლიო რეგიონების მიხედვით ლიდერების აკადემიური  ხარისხი აჩვენებს შემდეგს:


  • ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის 24 ლიდერიდან, 13 ფლობს მაგისტრატურის ან დოქტორის ხარისხს;
  • სამხრეთ ამერიკის რეგიონში ლიდერები ფლობენ, როგორც დოქტორის ხარისხს, ისე ბაკალავრის და სხვა საფეხურის აკადემიურ ხარისხს. 13 ლიდერიდან 2  ფლობს მხოლოდ  საშუალო სკოლის ატესტატს;
  • ევროპის რეგიონში, ყველას გააჩნია ან დოქტორის ან მაგისტრის ხარისხი;
  • აზიის რეგიონში ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, ლიდერების განათლების დიაპაზონი ფართო და მრავალფეროვანია. მესამე ადგილს იკავებს აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
  • აფრიკის რეგიონში,  ლიდერებს გააჩნია უმაღლესი განათლება , მათ შორის დოქტორის აკადემიური ხარისხიც. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ფლობს  სამხედრო გამოცდილებას;
  • ოკეანის რეგიონის ლიდერების უმრავლესობას გააჩნია აკადემიური უმაღლესი განათლება (დოქტორის, მაგისტრის და ბაკალავრის) სხვადასხვა სფეროში.

 

აღსანიშნია, რომ მსოფლიო ლიდერების უმრავლესობას განათლება ძირითადად  მიღებული აქვთ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, რუსეთსა და ავსტრალიაში. კვლევები ადასტურებს, რომ 2014 წელს დიდ ბრიტანეთში განათლება მიღებული ჰქონდა 190 ქვეყნის 27 ლიდერს,ხოლო უკანასკნელ პერიოდში, დიდ ბრიტანეთში სწავლობდა 377 სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა 15.3% (58  მეთაური), აშშ-ში სწავლობდა 15.1% (57 მეთაური), საფრანგეთში 8.7% (22 მეთაური), რუსეთში 2.3% (9 მეთაური), ხოლო ავსტრალიაში 2.1% (8 მეთაური).  მათ შორის, 71 ქვეყანას ჰყავს ქალი ლიდერი.


საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ფლობენ, როგორც დოქტორის, ისე მაგისტრის ხარისხს. თუმცა სჭარბობს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხის ფლობა. უმაღლესი აკადემიური განათლების კვალიფიკაციებიდან ფართო პოპულარობით სარგებლობს ბიზნესი, ეკონომიკა, და სამართალი. ასევე, გვხდება საერთაშორისო ურთიერთობების, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და პოლიტიკის კვალიფიკაციები.


შეიძლება ითქვას, პოლიტიკური მიზნის მიღწევის უნივერსალური გზა არ არსებობს. თუმცა, ახალი პოლიტიკური ვექტორები საჭიროებს ახალ პოლიტიკურ არქიტექტორებს, რომლებიც ქვეყნის განახლებით, რეფორმებითა და პროგრამებით ჩამოაყალიებებენ ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს. რაც თავის მხრივ ძლიერი საზოგადოების და ძლიერი ქვეყნის შექმნის საფუძველია.

 

ეკონომიკის დოქტორი,

EGRA-ს დამფუძნებელი

 

რატი აბულაძე

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge