Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 23.05.2019
საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს ახალი ოფისი ყაზბეგის №1-ში მდებარეობს

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციების შემდეგ, აქტიურად ვითარდება. კომპანია თავის მომხმარებლებს სისტემურ შეთავაზებებს სთავაზობს, როგორც ინვესტირების და ფულადი აქტივის დაბანდების ნაწილში, ისე ტრეიდინგის მიმართულებით.

 

 


კომპანია ველსი-ს სათაო ოფისი, აღმაშენებლის ხეივანის 19 ნომერში მდებარეობს, სადაც თავმოყრილია საქმიანობის ძირითადი ხაზი. კონკრეტულად - სავაჭრო ტერმინალებით, აქ მიმდინარეობს ვაჭრობა საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე.


კიდევ ერთი სიახლე, კომპანია ველსი-ს ახალი ოფისია, რომელიც საბურთალოზე, ყაზბეგის №1-ში (პეკინის ქუჩის კვეთასთან) მდებარეობს.


ეს ოფისი არის ერთგვარი ლაბი, რომელიც მულტიფუნქციურია და ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს მიიღოს დეტალური ინფორმაცია, ჩვენი კომპანიის საქმიანობის, შეთავაზებებისა და უპირატესობების შესახებ.

 


რითეილ-გაყიდვების ოფისში პოტენციური ინვესტორები, ტრეიდერები თუ ვაჭრობის შესწავლით დაინტერესებული პირები, მიიღებენ ყველა საჭირო მომსახურებას, დაუყონებლივ და უმაღლეს დონეზე.


ოფისში, ასევე მიმდინარეობს ვაჭრობა საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე. სათაო ოფისთან ერთად, საბურთალოს ოფისი, ჩართულია, მინდობით გადაცემული თანხებით ვაჭრობის განხორციელებაში.


ახალი ფილიალის და ზოგადად, კომპანიის მიზანია,  მაქსიმალური კომპორტი შევუქმნათ, როგორც  დამწყებ, ასევე მოქმედ,  გამოცდილ ტრეიდერებსა და ინვესტორებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ გვაქვს თითოეულ მათგანზე მორგებული ინდივიდუალური  მომსახურება.  აქ მოსული პირები, კვალიფიციური და გამოცდილი გუნდისგან, მიიღებენ საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას, ყველა იმ საკითზე, რაც მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობას ეხება.   მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ უშუალოდ კომპანიის მხრიდან დაფინასებული ტრენინგი.  ცოდნის გაღრმავების მიზნით, პროფესიონალ ტრეიდერთან, ასევე შუძლიათ გაიარონ ინდივიდუალური მასტერ კლასი. 

 


კომპანია მომხმარებლებს, ექსკლუზიურად სთავაზობს  „ელიოტის ტალღების“ შემსწავლელ კურსს, რომელიც დღესდღეობით ერთადერთია საქართველოში.


ჩვენი კომპანიის სლოგანია გუნდურობა, რითაც გვჯერა, რომ ყველანი ერთად ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ.


ველსი - ვართ ერთად წარმატებისთვის!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge