Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:20 22.05.2019
იტალიაში ტურისტულ ავტობუსში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქიდან არცერთი დაშავებულა

იტალიაში ტურისტულ ავტობუსში მყოფი საქართველოს 8 მოქალაქიდან, დაზიანება არც ერთს არ მიუღია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

 

იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, იმყოფებოდა საქართველოს 8 მოქალაქე. არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული. როგორც ექიმები აცხადებენ, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო, რომ მათ მოხსნოდათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი და არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ ავტობუსში იმყოფებოდა 55 ადამიანი, აქედან 36 არის დაშავებული და ისინი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

 

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა. მასში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge