Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:03 22.05.2019
„საკონცერტო დარბაზი თქვენ არ გინდათ! დენდროპარკი თქვენ არ გინდათ! უნივერსიტეტი თქვენ არ გინდათ! ხაჭაპური გინდათ?! “

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმაურება საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას შეეწირება ასზე მეტი ხე და წერს:

 

„109 ხე უნდა მოჭრანო... თქვე კაი ხალხო! (არ ხართ კარგები, მაგრამ მიმართვაა ასეთი). სააკაშვილის მმართველობის დროს 109 ხე კი არა, ათასობით ჰექტარი ტყე გაჩეხეს და გაიტანეს ქვეყნიდან, იმ ადგილზე კი ერთი ნერგიც არ დაურგავთ და ხმას არ იღებდით! ამ 109 ხის ადგილზე საუნივერსიტეტო ქალაქი უნდა აშენდეს! უნივერსიტეტი, გესმით?! რა ხალხი ხართ?! (კარგები რომ არ ხართ, უკვე ვთქვი). საკონცერტო დარბაზი თქვენ არ გინდათ! დენდროპარკი თქვენ არ გინდათ! უნივერსიტეტი თქვენ არ გინდათ! ხაჭაპური გინდათ?! ხაჭაპურიც არ გინდათ?! აბა, რა ჯანდაბა გინდათ?!“, წერს ბონდო მძინარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge