Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:23 23.05.2019
"საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს და კრიტიკა არის იაფფასიანი პოპულიზმი" - პრემიერი

საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, ან არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

პრემიერმა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დარგი კიდევ უნდა წავიდეს წინ.

 

"ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები",- განაცხადა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, "არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს".

 

"საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, როცა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი, მათი უმრავლეობა, როცა მოჰყავთ პროდუქცია, მოიხმარს პირადი მოხმარებისთვის. ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პრესპექტივა. ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემასთან ბრძოლას, რასაც ჰქვია სიღარიბესთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომ მოახდინონ ფერმერებმა რელიზაცია პროდუქტის, მიიღონ შემოსავალი და მოიხმარონ, აქ არის წარმატების ფორმულა. საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ


დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკურიპოპულიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ


ეს არის დარგი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარების საკითხებში",- განაცხადა პრემიერმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge