Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:13 23.05.2019
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა - 1970 ქულით იგი მსოფლიო რეიტინში მე-16 ადგილზეა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მან საათსა და 24 წუთში ერთნაირი ანგარიშით მოუგო ორი სეტი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას, რომელიც მსოფლიოს 84-ე ჩოგანია. ეს ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – ორი წლის წინ, ისევ ლიონში, მაშინ ცონგამ ნახევარფინალში მოიგო. ამჯერად, ბასილაშვილმა რევანშის აღება შეძლო. ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ სარეიტინგო ქულებს 90 შემატა და გადაასწრო მის წინ მყოფ კანადელ მილოშ რაონიკს და ფრან გაელ მონფილს. ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილს 1970 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინში მე-16 ადგილზეა. პარიზში, როლან გაროსის კორტებზე მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელები დიდი მუზარადის ტურნირში 26 მაისიდან ჩაებმებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge