Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:43 23.05.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა "რუსთავი 2-ს" კომენტარზე უარი უთხრეს, ხოლო როდესაც ოპერატორი და ჟურნალისტი მანქანაში სხდებოდნენ, მათ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი მრავლობითი მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ცემას და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით,  უკვე იდენტიფიცირებულია ერთი თავდამსხმელი და ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge