Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:04 23.05.2019
„ნუთუ ასე რთულია სათაურის გარდა დამატებით ორი-სამი წინადადების წაკითხვა? წიგნებსაც ანოტაციით ეცნობით?“

პოლიტოლოგი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქართული მედიის და მკითხველის ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიანიშნებს:

 

„ისევ ჟურნალისიკის გველაძუა ტექნოლოგიების ისტორიიდან: სალომე ზურაბიშვილი ამბობს (კარგად წავიკითხოთ): "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული." სათაურად კი გამოტანილია: "სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავა პრეზიდენტს არ ეხება." როგორია?!! მიდის თათხვა დაანთეს ინკვიზიციის კოცონის მოთხოვნა. ერთმა საღაზრშენარჩუნებულმა ცადა განმარტება, მაგრამ შენც არ მომიკვდე! მეკითხებიან ინტერვიუსა და კომენტარებს რატომ გაურბიხარო და აჰა, ამიტომ! ნუთუ ასე რთულია სათაურის გარდა დამატებით ორი-სამი წინადადების წაკითხვა? წიგნებსაც ანოტაციით ეცნობით?“, წერს თედო ისაკაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge