Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:04 24.05.2019
26 მაისს ანსამბლი "შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუქტზე იმღერებს

 

26 მაისს,   ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე  საქართველოს დამოუკიდებოლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ და სახელმწიფო ანსამბლ ,,ერისიონის“ (მოცეკვავეები) ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსისთვის" გახდა ცნობილი, მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.


აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ ლარსის კონცერტზე სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარდგება, სადაც ყველა ის უნიკალური მუსიკალური ნიმუშია გაერთიანებული, რომელიც ქართველი და უცხოელი მსენელისთვის ერთნაირად სასიამოვნო მოსასმენი იქნება.


ლარსში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge