Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:41 28.05.2019
სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ტოჩინოშინის მიმართ მსაჯთა საბჭოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო

მაისის ბაშოს დასრულების შემდეგ, ტრადიციულად სუმოს საბჭოში განიხილეს განვლილი ბაშო და აქცენტები გაამახვილეს შიმპანის (მსაჯთა საბჭოს) გადაწყვეტილებაზე. tachiai.org-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში განხილვის დროს სუმოს მამებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს გამართულ ორთაბრძოლას, სადაც ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა. როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა რიკიშიმ აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით მოიპოვა გამარჯვება ასანოიამას წინააღმდეგ, თუმცა შიმპანმა ქართველს მოგება არ ჩაუთვალა, რის გამოც ლევანს იმპერატორის თასის დაუფლების შანსი აღარ ჰქონდა. სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შიმპანის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო. სწორედ ამიტომაც მოჰყვა ამ ბრძოლას ასეთი აჟიოტაჟი. ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ოძეკის რანგი მაინც დაიბრუნა. მან იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა ნაცუ ბაშო მე-14 დღეს.

 

ინფორმაციას რეზონანსი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge