Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:27 31.05.2019
"გალაკტიონმა თავის ლექსებით შეუარცხყო ქართული პოეზია და კულტურა"

გაზეთი "კომუნისტი" 1934წ. 17 იანვარი...


"გალაკტიონ ტაბიძის რითმები, სრულიად არ შეესაბამება, ტრადიციული ქართული პოეზიის ხმოვანებას. მან თავის ლექსებით შეუარცხყო ქართული პოეზია და კულტურა, ფეხქვეშ გათელა რუსთაველის მიერ სათუთად ნამღერი ქართული ლექსი. მან, 2-3 კარგი ლექსის გამო თავს უფლება მისცა დაეწერა ხალხისთვის გაუგებარი ლექსები, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ის კვლავაც განაგრძობს წერას, რითაც ზიანს აყენებს დიადი საბჭოეთის მოზარდ თაობას, რომლის წარმომადგენლებიც რატომღაც დიდად აღფრთოვანებულნი არიან მისი პოეზიით(?!). ჩვენი, საბჭოთა პოეტების და საბჭოთა მოქალაქეების ვალია, არ დავუშვათ ქართული პოეზიის გათელვა და დაკნინება! თანამედროვეობა სჭირდება პოეზიასო - უთქვამს. ვითომ რა აქვს დასაწუნი ამხანაგ კონსტანტინე გუგავას ლექსს?.... 


"მოსჩანს მწვერვალად ამომართული,
კვამლის ამოსვლა, ნარნარი, ფრთხილი.
ოჰ, როგორ მიყვარს ცემენტის ქარხნის
ალვის ხესავით მოქნილი მილი".

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge