Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:36 05.06.2019
ალაბამის შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერი გეების დახოცვის მოწოდებით გამოვიდა

ალაბამის შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერი გეების დახოცვის მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს. მარკ ჩამბერსმა ამ შინაარსის პოსტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომელიც მოგვიანებით წაშალა. „ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ჰომოსექსუალები მორალს გვიკითხავენ, ტრანსვესტიტები ლექციას გვიკითხავენ ადამიანის ბიოლოგიაზე, ბავშვის მკვლელები ბავშვების უფლებებზე, სოციალისტები კი ეკონომიკაზე”, – წერდა მერი. პოსტის კომენტარებში ჩამბერსმა დაწერა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მათი განადგურებაა საჭირო. ლგბტ თემმა ამ პოსტის გამო მერის გადადგომა მოითხოვა. ჩამბერსმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge