Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:25 12.06.2019
კონკუსის - #გახდიპირველი2-ის დაჯილდოება გაიმართა

დემო-ანგარიშებზე ვაჭრობის მასშტაბური კონკურსის - #გახდიპირველი2-ის გამარჯვებულები ცნობილია.


საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი-ს კონკურსის მეორე ეტაპზე, პირველისგან განსხვავებით, ორჯერ მეტი - 700-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. ერთ თვიანი უკომპრომისო ბრძოლის შემდეგ კი, საუკეთესო შედეგი მხოლოდ სამმმა  დააფიქსირა.


შესაბამისად მე-3 ადგილზე სენიე ირემაძე გავიდა, რომელმაც 500$-იანი რეალური ანგარიში მიიღო საჩუქრად. მეორე ადგილზე გასულ ზვიად ტაბატაძეს, კომპანია ველსი - 1000$-იან ანგარიშს გაუხსნის, ხოლო პირველი ადგილი კი - მაია ირემაშვილმა დაიკავა და მას სუპერ პრიზი - 5000$-იანი რეალური ანგარიში გადაეცა.


კომპანიის გადაწყვეტილებით, დამატებით კიდევ ერთ მონაწილეს გადაეცა 500$-იანი ანგარიში. ასევე, კომპანიის ახალ ოფისში (ალ.ყაზბეგის #1),  მოეწყო სიმბოლური გათამაშება დოლურის პრინციპით. გამარჯვებულს 100$-იანი ანგარიში გადაეცა.


კომპანია ველსი-ს დირექტორის - დიმიტრი სუკიასოვის განცხადებით - „რა თქმა უნდა ველსი არის კომერციული ორგანიზაცია და როგორც ბიზნესისთვის მოგება და ფინანსური ზრდა მნიშვნელოვანია. მაგრამ, გაგიკვირდებათ და ამაზე წინ, ჩვენ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ვაყენებთ. ნებისმიერი მარკეტინგული კამპანია, რომელიც სხვა ფინანსური სფეროსგან განსხვავებით, ჩვენის მხრიდან არ არის აგრესიულ რეკლამაზე დამყარებული, მუშაობს არა კომპანიის მიზანმიმართულ პიარზე, არამედ მოსახლეობაში დარგის მიმართ მეტი ინფორმაციის მიღებაზე.


1 წლის მანძილზე ჩვენ უკვე მეორე ოფისი ავამუშავეთ ალექსანდრე ყაზბეგის პირველ ნომერში. ამ ყველაფრის ფონზე  დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ მრავალი სახის მომსახურებას- - როგორიცაა საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობა,  სასწავლო კურსები, რომელთაც პროფესიონალი ტრეიდერ-ანალიტიკოსები უძღვებიან, ინვესტიციის მართვის გაწევა, სხვადასხვა საჭირო ლიტერატურის გამოცემა და ა. შ, ვატარებთ კონკურსებს, დაჯილდოებებს, ვურთიერთობთ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რადგან ახალი თაობა ჩვენთვის პრიორიტეტია.   მოკლედ რომ ვთქვა, აქტიურად ვართ ჩართული თვითგანვითარებასა და საჯარო აქტივობების განხორციელების მხრივ.“

 

როგორც „ველსი“-ში აცხადებენ, მსგავსი სახის და უფრო მასშტაბური კონკურსები, მომავალშიც გაგრძელდება.

 

დამატებით შეგიძლიათ იხილოთ TV პირველი-ს ვიდეო მასალა:


https://www.youtube.com/watch?v=6IFHjSUR5MM&t=1s

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge