Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:38 13.06.2019
გორში კომედიის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ხვალ დასრულდება

კომედიი საერთაშორისო  თეატრალური  ფესტივალი, რომელიც წელს 5 ივნისს გორში მეექვსედ გაიხსნა, 14 ივნისს რუსთავის თეატრის სპექტაკლით ,,დონ ჟუანი``( რეჟისორი სოსო ნემსაძე) საზეიმოდ დაიხურება. კომედიის ფესტივალს ათი  დღის განმავლობაში ერისთავის თეართან ერთად გორის კულტურის ცენტრიც მასპინძლობდა და მასში მონაწილეობა მარჯანიშვილის, ბუქარესტის კომედიის თეატრის, ჭიათურის, ქუთაისის, მოძრაობის, მოზარდმაყურებელთა, ილიაუნის, დმანისის, თუმანიშვილის და რუსთავის თეატრის დასებმა მიიღეს. ფესტივალს, წელსაც უცვლელი სლოგანი გასდევდა ლაიტმოტივად: ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.

 

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა.   ფესტივალის რეპერტუარი სათაურიდან გამომდინარე გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების მონაწილეობას. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი, საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. სულ მსოფლიოში რამდენიმე კომედიის ფესტივალია, მათ შორის უკვე თამამად იკავებს ადგილს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც.

 


.გორისთვის ჩვენს ფესტივალს უდიდესი მნიშნელობა აქვს. ის ქალაქის  ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან.


ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა  აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში.


ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „ „Black Box“-ია  რომელიც თეატრის კრიტიკოსებს  საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან  შემდგარი ჟიური -ამარ კიკნაველიძე, დავით ბუხრიკი, ხათუნა წულაძე, ნინო გაბრავა და თაკო შუკაკიძე აფასებდა, თეატრმცოდნეები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.

რეგიონებში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს  გრძელვადიანი და მასშტაბური კულტურული პროექტები.


კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი  კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო. 

 


ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.


წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწო და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას.  მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა,  რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის  თეატრის დასებებმა  მიიღეს.

 


ფესტივალი იმართება - გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით და საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 


 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge