Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:14 14.06.2019
სერიალ „ველური ვარდის“ მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა

54 წლის ასაკში სერიალ „ველური ვარდის“ (Rosa salvaje) მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ებრძოდა. სერიალ „ველურ ვარდში“ გონსალესი ლეონელა ვილიარეალის როლს ასრულებს.

 

ტელემაყურებლები ედიტ გონსალესს ასევე სერიალებიდან „მდიდრებიც ტირიან“ (Los ricos tambin lloran) და „ველური გული“ (Corazon Salvaje) იცნობენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge