Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:08 14.06.2019
„ერთი თვის წინ პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრული დაცვით“

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და პოლიტიკური დევნილი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში საკუთარი ინტერვიუდან ერთ საინტერესო პასაჟს ავრცელებს:

 

„დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს პროკურატურიდან მივიღე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მეუბნებიან, რომ თურმე, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩემი პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა კანონის სრულად დაცვით, რომ თითქოს ყალბი საქმის „შეკერვა“, მტკიცებულებების გაყალბება, მოწმეებისთვის ყალბი ჩვენებების იძულება, ფულის გამოძალვა და ა.შ. თურმე პროკურატურის შეფასებით, კანონიერი, საგამოძიებო ქმედებები ყოფილა. პროკურატურის ეს, ძალიან უცნაური პოზიცია სრულად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩემთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მონიჭების თაობაზე, თავად პროკურატურის ხელახალი გამოძიების შედეგებს და რაც მთავარია, გასული წლის მაისის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გამამართლებელ განაჩენს, რომელმაც სინამდვილეში კანონდარღვევის არაერთი ფაქტი დაადასტურა. ჩემი საქმე არ არის გამონაკლისი ან ერთადერთი - რამდენიმე ადამიანის მიმართ, ვისაც აშშ-ის ხელისუფლებამ ჩემს მსგავსად პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, მათი საქმეების გადახედვა ჯერ არც კი დაწყებულა საქართველოში. ნურავის გაუკვირდება, რომ აშშ-ის ხელისუფლება ინფორმირებულია ასეთ ფაქტებზე ....

 

P.S. თხოვნა მაქვს ჩემს მეგობრებთან, სამწუხაროდ, არ ვიცი როგორ დავთაგო პროკურატურა და მადლობელი ვიქნები, თუ დამეხმარებით.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge