Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:31 15.06.2019
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ლგბტ თემის კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად თვისუფლების მეტროს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც ის კონტრაქციის მონაწილეებმა შეურაცმხყოფელი შეძახილებით გააცილეს. ბურჯანაძემ სამართალდამცველებს მიმართა, რეაგირება მოეხდინათ აშკარა დანაშაულზე. ინციდენტი მას შემდეგ განიმუხტა, , რაც ბურჯანაძემ პოლიციის თანამშრომლების თანხლებით მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დროებით დატოვა. „ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი უნდა ჩაგვეცილებინა გასასვლელამდე, როდესაც კონტრაქციის წარმომადგენლები გამოენთნენ ჩვენსკენ და დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე იყო მუქარა ფიზიკური შეურაცხყოფის. ეს იყო კრიმინალური აქტი, რომელსაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“-აღნიშნა ბურჯანაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge