Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:02 16.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე დღეებში დაგეგმილი აქციებისას პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, სამართალდამცავი უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაიცვა კანონის მოთხოვნები. რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge