Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:24 16.06.2019
თურქეთში, ანტალიაში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში, ანტალიაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 61 წლის ქეთევან ქათამაძის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა იპოვეს. თურქული მედიის ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, უსუიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტურ კომუნიკაციაშია. გამოძიების დასრულების შემდეგ კი, ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge