Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:54 18.06.2019
შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რ-ნი სოფ. მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30 ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge