Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:51 10.07.2019
„აი ეს, რუსთაველზე მოშიმშილე ,,სტუდენტი“ ვახტანგ სიხარულიძეა , სააკაშვილის დროინდელი ციხის ექიმი“

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა პარლამენტის წინ ერთ-ერთი მოშიმშილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„აი ეს, რუსთაველზე მოშიმშილე ,,სტუდენტი“ ვახტანგ სიხარულიძეა, სააკაშვილის დროინდელი ციხის ექიმი, ხოდა ციხის ექიმს მიშას დროს ციხეში პროტესტი რომ არ გაჩენია, არაფერი გაუპროტესტებია და დღეს რუსთაველზე სტუდენტი ახალგაზრდას სტატუსით რომ შიმშილობს სასიკვდილოდ, რას აპროტესტებს თვითონაც არ იცის, რა უნდა ვუთხრათ? “,- წერს ჟურნალისტი.

 

შეგახსენებთ, რუსთაველზე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით სიხარულიძის გარდა კიდევ ერთი ადამიანი – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ადვოკატი, ბექა ბასილაია შიმშილობს. დეკანოზ დავით ისაკაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მოშიმშილეები იტყუებიან, რადგან ამ ხნის განმავლობაში წონაში დაკლების ნაცვლად, მოიმატეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge