Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:08 17.07.2019
"ეგ თქვენი სულელური ე.წ. „ნარატივი“, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა და „ბაჯაღლო“ ტუტუცებად ჩანხართ"

დათო ხვადაგიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"როგორც ჩვენი ოკუპანტი მეზობლები იტყვიან: „პავტარიაიუ დლია ასობა ტუპიხ“ !!! 


ალოო, რომ „ჩაიხვიეთ“ ამ ე.წ. ოპოზიციამ და მათმა ფანობამ: „ხელებაწეულები და მშვიდობიანად შევდიოდით პარლამენტშიო“, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ კანონი არ სცნობს არც ხელებაწეულ, არც ზურგით, არც ხოხვით, არც ხტუნვა-ხტუნვით, არც კოტრიალით, თქვენ წარმოიდგინეთ არც სიცილ-ხარხარით პარლამენტში შესვლის მცდელობას დასაშვებად და მას მხოლოდ და მხოლოდ ერთ განმარტებას აძლევს, რომ ეს არის განსაკუთრებული დანიშნულების სახელმწიფო ობიეექტზე შეჭრის და ხელისუფლების დამხობის მცდელობა !!!


სანამ კანონში სხვა განმარტება არ არსებობს, ეგ თქვენი სულელური ე.წ. „ნარატივი“, რბილად რომ ვთქვათ სასაცილოა და „ბაჯაღლო“ ტუტუცებად ჩანხართ !!! 


არადა, კაცმა რომ გკითხოთ კანონიერებაზე და რაღაც ევროპულ ფასეულობაზე აპელირებთ !!!


ტრადიციულად - წადით თქვენი, იმათიც და იმის იმათიც !!!"- წერს დათო ხვადაგიანი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge