Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:35 17.07.2019
"არა და ის სხვა ადამიანების გადასარჩენად დაიღუპა... სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული"

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

''მასზე არც გადაცემებს მოამზადებენ, არც ვრცელ პოსტებს მიუძღვნიან სელებრითები, არც პატრიარქთან მიიყვანენ სანუგეშოდ მის ცოლსა და შვილს, არც სოციალური ქსელი აჭრელდება მისი ფოტოებით.


არადა ის სხვა ადამიანების გადასარჩენად დაიღუპა.


51 წლის მეხანძრე გელა მელიქიძე ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდიაციის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. ბიჭი კი, ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალა.


სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული.


გელა და მისნაირები კი.... ვითომ ასეც უნდა ყოფილიყო, ვითომც არაფერი, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი.


ნათელში იყავი ჩვეულებრივო და კარგო კაცო''.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge