Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:20 17.07.2019
"უფრო მეტი ადამიანი რომ დაშავებულიყო, კი არ შეწუხდებოდნენ, არამედ გულში ცას ეწეოდნენ სიხარულით"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ნაცებს არავითარი გულწრფელი სინანული, იოტისოდენადაც არ ეტყობათ ჩვენი თანამოქალაქეების დაკარგული თვალებისა და დაზიანებული ჯანმრთელობის გამო. მათი მწუხარება ოდენ ფარისევლურია და ხშირად კმაყოფილებას ვერცა მალავენ, რომ მოახერხეს და მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს, შეძლეს და ბოლო-ბოლო მაინც მოაწყეს მასობრივი ძალადობა, რამაც ეს ტრაგიკული შემთხვევები განაპირობა. დიდი დაკვირვება არა სჭირდება, რადგან აშკარადა ჩანს - უფრო მეტი ადამიანი რომ დაშავებულიყო, კი არ შეწუხდებოდნენ, არამედ, გულში ცას ეწეოდნენ სიხარულით....


რასაკვირველია, თითოეული ის პოლიციელი, რომელმაც, თუკი ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებით დადასტურდება, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, კანონით უნდა დაისჯოს!


რასაკვირველია, სატირელია ეს დიდი ტრაგედია, როცა ადამიანებმა ცალი თვალი დაკარგეს!


მაგრამ ორჯერ მეტად საზარელი და ცოცხლად სატირალია, ვისაც თვალნი და ყურნი კი ასხია, მაგრამ ბრმადა და ყრუდ გახარიას გადადგომას რქებით აწვება!


სირცხვილი სწორედ ეს არის - როცა ნაცებს აყვები, თავს დაიბრმავებ და დაიყრუებ. და არა ის, რომ მასობრივი ძალადობის და სავარაუდოდ - ამბოხების, აღკვეთას, რაც პოლიციის უფლება კი არა ვალდებულებაა, საუბედუროდ, ტრაგედია შეიძლება მოჰყვეს..."-წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge