Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:38 17.07.2019
"ერთი აქეთ გამოიხედე, სერიოჟა, და კარგად დაიმახსოვრე! საქართველო აღარასოდეს, აღარასოდეს დაბრუნდება ''რუსულ უბეში"

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სერგეი ლავროვი:''საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერია'' ....


ჰოდა, პასუხი ჩემგან: ერთი აქეთ გამოიხედე, სერიოჟა, და კარგად დაიმახსოვრე! საქართველო აღარასოდეს, აღარასოდეს დაბრუნდება ''რუსულ უბეში''! ''რუსული ჩექმაც'' კარგახანია გაცვითა და სანაგვეზე მოისროლა საქართველომ! აქ, ამ პატარა ქვეყანაში, თავისუფალი ერი ცხოვრობს თავისი წარმატებებითა და შეცდომებით, ემოციებითა და ოცნებებით, უნიკალური წარსულით, რთული აწმყოთი და სხივიანი მომავლით! ისტერიაში კი ის ერთიმუჭა რუდიმენტული გადმონაშთია, რომელმაც თავისი სიბრიყვითა და ამბიცებით ლამის გაანახევრა სამშობლო და ახლა მოჩვენებითი და დაგეგმილი ''ისტერიით'' ინიღბება, რაც სხვა არაფერია, თუარა გაცვეთილი და ყავლგასული ფიარ-კამპანია! ეს ჩვენ (და შენც!) ძალიან კარგად ვიცით.... ზაპომნილ, სერიოჟა?!"- წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge