Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:06 18.07.2019
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს

18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA));  ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), „Kraak & Smaak", ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე - DJ. MACHAIDZE.


ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles" გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak" დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო" დახურავს.


შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ფესტივალის სპონსორია ვიზა; ოფიციალური სასმელია კოკა-კოლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge