Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:13 18.07.2019
"სავსებით გასაგები იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას დადებდა"

სოსო მანჯავიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ორწლინახევრის წინ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ.
გასაგები იყო,რომ ამ გადაწყვეტილების მოტივაციაში დიდი იყო საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა და პოლიტიკური დევნის აჩრდილის შიში,რომლის კულტივირებასაც აქტიურად ცდილობდნენ ნაც-მოძრაობა და მისი ლობისტები და რის შესახებაც მაშინვე ვწერდი.


სავსებით გასაგები იყო,რომ სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას დადებდა,


დარწმუნებული ვარ,რომ იმ ერთმა მოსამართლემ, რომელმაც საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა,ეს იმიტომ გააკეთა,რომ სწორედ მან მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების გადაწყვეტილება.


საინტერესოა,ვინ აუნაზღაურებს კანონიერ მეპატრონეებს მათთვის კანონიერად დაბრუნებული ქონების ორი წლისა და 6 თვის განმავლობაში განკარგვის უფლების ჩამორთმევის გამო მიყენებულ ზარალს.


სტრასბურგმა ვაზაგაშვილის და 2008 წელს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეებში სახელმწიფო დამნაშავედ სცნო და ამ ნაძირლების მიერ ჩადენილი მკვლელობების და მხეცობების ფული ჩვენ უნდა დავფაროთ ჩვენი ბიუჯეტიდან,რაც ყველაზე დიდ უსამართლობად მიმაჩნია.


რაც შეეხება რუსთავი 2-ს და იქ თავმოყრილ ადამიანებს-ასევე იმათ,ვინც ამ ინფორმაციული შხამების ფაბრიკას თავისუფალი სიტყვის მებაირახტრედ მიიჩნევდა, ნამდვილად არ მაქვს მათი ამ გონებრივი და სულიერი ბანგისგან გამოფხიზლების იმედი.


ამიტომ სჯობს გვარამიას ჩაციებულ შამპანურებს დაეწაფონ - ასე მათი მდგომარეობა უფრო ბუნებრივი იქნება." -
წერს მანჯავიძე, 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge