Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:53 23.07.2019
გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა

ეროვნული ბიბლიოტეკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა:

 

„23 ივლისი. ეს დღე შევიდა ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიაში. გაფორმდა მემორანდუმი ბატონი გურამ შარაძის ქალიშვილთან(ხაზს ვუსვამ ბატონი გურამის მემკვიდრის სტატუსს) ბატონი გურამ შარაძის მიერ შექმნილი ქართული ემიგრაციის მუზეუმის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაუნჯების თაობაზე. ასრულდა მისი ოცნება და მისი მკვლელობიდან 12 წლის თავზე მისმა ქალიშვილმა აღასრულა მამის ნება. მინდა ერთი ფაქტი ავღნიშნო, რომ ბატონი გურამი ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ესტუმრა ეროვნულ ბიბლიოთეკას და შესთავაზა ამ მუზეუმის ბიბლიოთეკაში გადმოტანის საკითხი მაშინდელ ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს. მინდა ვუთხრა ბატონ გურამს: აღსრულდა თქვენი ნება, ემიგრაციის მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია! ჭეშმარიტად!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge