Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:50 25.07.2019
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ბა­ნა­კებ­ში ასო­ბით ქარ­თველ­მა სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი გა­ა­ტა­რა…

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ბა­ნა­კებ­ში ასო­ბით ქარ­თველ­მა სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი გა­ა­ტა­რა… ბანაკი გერ­მა­ნი­ა­ში, მი­ულ­ბერ­გსა და დრეზ­დენ­თან ახ­ლოს, 1939 წელს ააშენეს.

 

1945 წლის 23 აპ­რილს, რო­დე­საც ბა­ნა­კი საბ­ჭო­თა ჯა­რებ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, იქ 3 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო იმ­ყო­ფე­ბო­და. ასო­ბით მათ­გა­ნი ძალიან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.  ბა­ნაკ­ში 30-დან 40 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო ტყვეს მო­უ­წია ყოფ­ნა და მათი უმე­ტე­სო­ბის სი­ცო­ცხლეც იქ დას­რულ­და…

 

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, მეგი სტემ­პე­ნი სის­ტე­მა­ტუ­რად აწ­ვდის AMBEBI.GE-ს გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა არ­ქი­ვებ­სა და სა­საფ­ლა­ო­ე­ბი­დან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მებს. ის ქა­ლაქ ქემ­ნი­ცი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 140 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ტყვე­ო­ბა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბიც იპო­ვა.

 

“მათ შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არ­ქივ­ში ვი­პო­ვე და შემ­დეგ დავ­გეგ­მე სა­საფ­ლა­ო­ზე წას­ვლაც… ვი­ცო­დი, რომ მე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჭი­რი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც მათ გვარ-სა­ხე­ლებს ნა­ხავ­და და ეს ემო­ცია წინ მე­ლო­და. სან­თლე­ბი და­ვუნ­თე… არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­საფ­ლაო, რო­მელ­ზეც ისი­ნი არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი, 1945 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გა­კეთ­და.

 

2017 წლამ­დე აქ და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი 3 000 ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 721-ის სა­ხე­ლი იყო იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მათი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ა­მუ­შა­ვეს“…

 

გთა­ვა­ზობთ, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მიერ მო­პო­ვე­ბულ მო­ნა­ცე­მებს ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის შე­სა­ხებ:

 

მი­ხე­ილ დო­ლი­აშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1907 წელს ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის, სო­ფე­ლი დირბში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 6 აპ­რილს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ელსთერ­ვერ­და. ცნო­ბის­თვის, ბა­ნაკ­ში უკვე გარ­დაც­ვლი­ლი შე­იყ­ვა­ნეს, და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი – ტი­ფის ცხე­ლე­ბა.

 

შალ­ვა ვა­სი­ლის ძე ჭა­ჭი­აშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნი, სო­ფელ არ­გვე­თა­ში. დედა: ჩა­ჩი­აშ­ვი­ლი ანა. პრო­ფე­სია: ელექტრი­კო­სი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნაკ­ში შეყ­ვა­ნი­სას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 1 დე­კემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: გერ­მა­ნია, ელსთერ­ვერ­და.

 

მი­ხე­ილ ნი­კას ძე თუ­თა­რაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, სო­ფელ თა­მა­რა­შენ­ში. მე­უღ­ლე: თუ­თა­რაშ­ვი­ლი ნინა. 1992 წლის 15 მა­ისს ტყვედ ჩა­ვარ­და ყი­რიმ­ში, რის შემ­დე­გაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. 1942 წლის 16 ოქ­ტო­მო­ბერს მძი­მე ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: გერ­მა­ნია, ელსთერ­ვერ­და.

 

სე­მენ (სე­მი­ონისა­­კის ძე ბა­ბო­ჯა­ნაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს. დედა – დუ­კაშ­ვი­ლი, მე­უღ­ლე ვარ­დო ბა­ბო­ჯა­ნაშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 12 ივ­ლისს. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 19 სექ­ტემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: გერ­მა­ნია, ელსთერ­ვერ­და.

 

პავ­ლე შიოს შე მან­ძუ­ლაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს ახალ­ცი­ხე­ში. მე­უღ­ლე: მან­ძუ­ლაშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია. მი­სა­მარ­თი: ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი, ტურ­ბინ­სკა­ი­ას 12; პრო­ფე­სია: მძღო­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 6 ოქ­ტომ­ბერს. წო­დე­ბა: სერ­ჟან­ტი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 24 იან­ვარს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ელსთერ­ვერ­და

 

შაქ­რო ესი­პოს ძე ედი­შე­რაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1900 წელს, მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ზა­ქა­რო­ში. მე­უღ­ლე: ედი­შა­რაშ­ვი­ლი ანა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 17 მა­ისს. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 30 სექ­ტემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: გერ­მა­ნია, ელსთერ­ვერ­და.

 

ვლა­დი­მერ ზა­ქა­რის შე გე­ლაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1915 წელს სუ­რამ­ში. მე­უღ­ლე: გე­ლაშ­ვი­ლი მა­რია. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 15 მა­ისს ყი­რიმ­ში. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 28 სექ­ტემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ელსთერ­ვერ­და.

 

შალ­ვა ზა­ქა­რის ძე ლო­მი­ძე (რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ბუთ­ში უწე­რია ნო­მი­ძე) – და­ბა­დე­ბუ­ლი 1910 წელს, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი თე­ლა­ში. დედა: ნა­დეჟ­და ტა­ბა­ტა­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 11 ივ­ლისს, სტრავ­რო­პოსკში, და­ი­ღუ­პა 1942 წლის 20 დე­კემ­ბერს.

 

დი­მიტ­რი ზუ­რა­ბის ძე აბ­რა­მიშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წლის 15 მარტს დუ­შე­თის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი ბა­ზა­ლეთ­ში. მე­უღ­ლე: აბ­რა­მიშ­ვი­ლი მა­რია. ტყვედ ჩა­ვარ­და ყი­რიმ­ში 1942 წლის 16 მა­ისს. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 27 სექ­ტემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: გერ­მა­ნია, ელსთერ­ვერ­და.

 

ლავ­რენ­ტი ისა­­კის ძე ნა­დაშ­ვი­ლი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს. ბოლო მი­სა­მარ­თი: თბი­ლი­სი, შავ­თე­ლის 15. ტყვედ ჩა­ვარ­და – 1942 წლის 20 მა­ისს ქერჩში. წო­დე­ბა: უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 12 დე­კემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ელსთერ­ვერ­და.

 

ვლა­სი გი­ორ­გის ძე მი­ქა­ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1905 წელს, ჩო­ხა­ტა­ურ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 14 ივ­ლისს. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 22 იან­ვარს.

 

ია­სონ ნი­კო­ლო­ზის ძე გა­გე­ლი­ძე – და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭო­პორ­ტში. მე­უღ­ლე: გა­გე­ლი­ძე მა­რია. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის ივ­ნის­ში ოს­კოლ­ში. და­ი­ღუ­პა 1943 წლის თე­ბერ­ვალ­ში. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ელსთერ­ვერ­და

 

ვა­სილ სა­ბას ძე გე­დე­ხა­­რი – და­ბა­დე­ბუ­ლი 1898 წელს სო­ფელ ჯი­ხო­ში. მე­უღ­ლე – მა­რია. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 25 სექ­ტემ­ბერს, ნალ­ჩიკ­ში. გარ­და­იც­ვა­ლა 1943 წლის 13 მარტს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ელსთერ­ვერ­და.

 

შე­ნიშ­ვნამე­მო­რი­­ლურ და­ფა­ზესა­ბუ­თებ­სა და ფო­ტოს ქვეშ მი­თი­თე­ბულ გვა­რებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბააშე­სა­ბა­მი­სად სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებ­ში შე­საძ­ლოა უზუს­ტო­ბა იყოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge