Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:14 06.08.2019
"რა დავუპირისპიროთ უბედურებას? - სიხარული... რითი ვძლიოთ ტანჯვას? - მოთმინებით"

ღირსი სიმონ ათონელი:


- ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი? - ტანჯვა

- ვინ არის ცუდი მასწავლებელი? - განცხრომა

- რისი უნარია ყველაზე იშვიათი? - გაცემის.

- რისი უნარია ყველაზე უკეთესი? - პატიების.

- რა არის ყველაზე ძნელი? - დუმილი.

- რისი უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი? - შეკითხვის.

- რისი უნარია ყველაზე საჭირო? - მოსმენის.

= რომელია ყველაზე საშიში ბრძოლა? - ფანატიკური.

- რომელი თვისებაა ყველაზე საზიანო? - ლაყბობა.

- რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? - ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.

- რომელი ადამიანია ყველაზე უღონო? - ვისაც თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია.

- რომელი ადამიანია ყველაზე გონიერი? - ვინც გულისთქმას მიჰყვება.

- რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? - საკუთარი სხეულით ტკბობა.

- რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? - ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.

- რომელი ადამიანია ღმერთთან ყველაზე ახლოს? - გულკეთილი.

- რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? - სხვებზე გამარჯვებული.

- რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? - საკუთარის თავის დამმარცხებელი.

- რა დავუპირისპიროთ უბედურებას? - სიხარული.

- რითი ვძლიოთ ტანჯვას? - მოთმინებით.

- ჯანმრთელ სულს რა გამოარჩევს? - რწმენა.

- რა არის ავადმყოფი სულის მანიშნებელი? - უიმედობა.

- რა მახასიათებელი აქვს არასწორ ქმედებას? - გაღიზიანება.

- რა მახასიათებელი აქვს კეთილ ქმედებას? - სიმშვიდე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge