Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:33 09.08.2019
"სააკაშვილი და თვით ოქრუაშვილიც კი, იმსახურებს განწმენდისა და კათარზისის შანსს"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ვუყურე "იმედზე" წუხელ ბარამიძის "ალყაში მომწყვდევასა" თუ "კედელზე მიყენებას" და მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა შემცოდებოდა, მაინც ძალიან შემეცოდა!


მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ბოროტმოქმედთა - ქვეყნის ღალატის ჩამდენთა, რაშიც თავადაც მიუძღვის წვლილი, გამართლებას ყოვლად ამაოდ ცდილობდა, უფრო საცოდავი იყო, რადგან აბსოლუტურად გამოუვალ, თითქმის იუდა ისკარიოტელივით სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავარდა;


ბოროტმოქმედებსაც უნდა დაუტოვოთ რაღაცა გამოსავალი, რომ ასეთ გამოუვალ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ; ის, რომ მხოლოდ შევაჩვენოთ და ზედ გადაუაროთ, არც სამართლიანია და მით უმეტეს, არც - ქრისტიანული და ქართული. ქრისტიანული და ქართული ის არის, რომ ცოდვა უნდა შევაჩვენოთ, ცოდვა უნდა გვძულდეს და არა თავად ადამიანი!


ამ ვითარებაში გამოსავალი ერთადერთია - სამართლიანი სასამართლო! ყველასთვის და უწინარესად კი მათთვის, ყველაზე საუკეთესო ეს არის: "ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად!"


როცა სასამართლო სამართლიან მსჯავრს დასდებს მათ, ეს უმძიმესი ტვირთიც, რისი ტარებაც, აგერ გუშინ ბარამიძის მაგალითზე ვნახეთ, რაოდენ საშინელი და ყოვლად აუტანელია, შემსუბუქდება, რადგან ბოლოს იქნებ მონანიებისა და შენდობისთვისაც გზა გაიხსნას!


მანამდე, სამართლიანი მსჯავრის დადებამდე, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რადგან იმ ცოდვასთან, რაც მათ აგვისტოში ჩაიდინეს, სინდისის, რაც ღვთის ხმაა ადამიანში, შერიგება ყოვლად წარმოუდგენელია!


ბარამიძეც ადამიანია. სინდისი, ანუ უფლის ხმა მასში, მაინც ცოცხალია. ყველა ადამიანი, სააკაშვილი და თვით ოქრუაშვილიც კი, იმსახურებს განწმენდისა და კათარზისის შანსს. აღდგომა - ყველასთვისაა. ხოლო ეს შანსი - ამჟამად მხოლოდ მართლმსაჯულებაა,"- წერს დავით ზარდიასვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge