Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:23 09.08.2019
აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე

“სიენენის” ინფორმაციით, დონლდ ტრამპმა დროებით გაყინა საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსება, სანამ თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისი არ შეამოწმებს ნებისმიერ იმ თანხას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში არ გახარჯულა. ასეთი შემოწმება ეფუძნება თეთრი სახლის ბიუჯეტისა და მართვის ოფისის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელზე გაგზავნილ წერილს. წერილის თანახმად, დაფინასების მოცულობა დაახლოებით 2-დან 4 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსახილველი თანხები ეხება ფისკალურ 2018/19 წელს. თუ მათ არ დახაჯავენ 30 სექტემბრამდე, ისინი ფედერალურ ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს, რადგან ფისკალური წელი 30 სექტემბერს მთავრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე / “ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, რადგანაც ეს პროექტები ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია”.

 

“კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ჯანდაცვის, სამშვიდობო საქმიანობის, ნარკოტიკების კონტროლისა და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის პროგრამების დაფინასების მკვეთრი შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა უკვე დაამტკიცა ფინანსების გამოყოფა. ამ ლოგიკის თანახმად, დონალდ ტრამპის მიერ საერთაშორისო დახმარების პროგრამის დაფინანსების გაყინვა, საქართველოზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, რადგან საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებთაგან, რომლებსაც ეს პროგრამა სხვადასხვა პროექტების განხორციელებას აფინასებს და რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, რაც დაფინანსების პროექტის პირდაპირი მიზანია. “ამ პროგრამის მნიშვნელობაზე შემიძლიათ გითხრათ, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაწყებული 90-იანი წლებიდან როდესაც USAID საქართველოში რეფორმების პროგრამას აფინანსებდა, მათ შორის უკანასკნელ დრომდე და თუ ეს რაიმე სახით შეფერხდა, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება, იმიტომ, რომ ეს პროექტები ქვეყნის ინსტიტუციური პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულია”, - განმარტავს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“საქართველოში ეს პროექტი ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან მოქმედებდა და მისი მიმართულებებია: ქვეყნის ინსტიტუციური მმართველობა, რეფორმების მთელი წყება, დაწყებული სამართლებრივი სისტემიდან ეკონომიკურ სისტემამდე, ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ა. შ. ეს არის ძალიან ფართო წრე საკითხებისა, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, დემოკრატიული პროცესების განვითარების, მისი რაიმე სახით შეფერხება საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენა იქნება ჩვენთვის, იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება” - აცხადებს მენაღარიშვილი. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო დახმარების პროგრამები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მისივე თქმით, უმჯობესია საკუთარი ეკონომიკა განვავითაროთ და თვითკმარი სახელმწიფო შევქმნათ”, - დასძენს გამოცემა.

 

„USAID-ის პროგრამები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან ცუდი დანაკარგი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება აპოკალიფსი, ჩვენ ჯობია, რომ საკუთარ ეკონომიკას მივხედოთ და ჩვენ თვითონ განვითარდეთ ისე, რომ თვითკმარი სახელმწიფო შევქმნათ, თორემ ასეთი პროგრამები ხან იქნება ხან არა და ქვეყნის განვითარების ჩამოკიდება ნებისმიერი უცხო ქვეყნის პროგრამებზე და ამაზე აპელირება არასწორად მიმაჩნია”, - ამბობს ხუხაშვილი. USAID 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. მის მიერ საქართველოსთვის დღემდე გაწეული დახმარება 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საუბარია ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, განათლების გაუმჯობესებას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის ზრდას და ა.შ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების საერთაშორისო სააგენტო USAID 1961 წელს დაარსდა და მისი მიზანია სხვადასხვა სახელმწიფოების არასამხედრო დახმარება. სააგენტო სახელმწიფო მდივნის დაქვემდებარებაშია. წლიური ბიუჯეტი 27 მლრდ-ს შეადგენს.

 

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ახლო მომავალში ქართული ენის ინტეგრირებასთან დაკავშირებით,  Microsoft-ის ექსპერტი განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩი აცხადებს, რომ ის რაც სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად ინერგება, ქართული განათლების სისტემისთვის ეს იქნება აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება.

 

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვმუშაობ საქართველოში  განათლების სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მათ შორის, ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე სამომავლო წვდომის პროექტზე. ეს იქნება ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებას.” - განაცხადა ოლივერ ზოფიჩიმ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge