Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:57 12.08.2019
"ახლა ''რუსთავი 2'' იყიდებაო... არც ისეთი ოროსნები ვართ, ვერ ვხვდებოდეთ, რომ რაღაც ჩახლართულ თამაშებთან გვაქვს საქმე" - ნანა გაგუა

მედიაჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” მთავარი რედაქტრორი – ნანა გაგუა, ფეიბუქის საკუთარ გვერდზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება:

 

"ახლა ''რუსთავი 2'' იყიდებაო...


გინდ გაყიდეთ, გინდ იყიდეთ და ჩვენ ნუ გადაგვაყოლეთ  - არც ისეთი ოროსნები ვართ, ვერ ვხვდებოდეთ, რომ რაღაც ჩახლართულ თამაშებთან გვაქვს საქმე. თავი ნუ აგვატკივეთ, რააა! ჯერ თავად ჩამოყალიბდით ეს ამდენი მფლობელ-დამფუძნებელ-მყიდველ-გამყიდველი და მერე ''შეგვაწუხეთ'' ჩვენ, ამდენი ''უბრალო ადამიანი''. მართალი გითხრათ, უკვე ძალიან მომბეზრდა ამდენი ზღაპრებისა და არაკების კითხვა-სმენა!


სხვა საქმეებიც გვაქვს, ''ჩვენო ინამოებო'', და გაგვეშვით თქვენი გაუგებარი იდეებითა და მოგონილი თუ რეალური შეთქმულებების თეორიებით!" - წერს ნანა გაგუა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge