Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:24 12.08.2019
„ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს

10 ივნისს, ფეისბუქგვერდმა „სიცრუის დეტექტორი“, სოციალურ ქსელში  გაავრცელა პარლამენტარ რომან გოცირიძის კომენტარი ზაზა სარალიძის სატელევიზიო გამოსვლის თაობაზე. გვერდის მტკიცებით, რომან გოცირიძე აცხადებდა, რომ "არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი მას მხარში ედგა, თუმცა მისმა შეცდომებმა ნახეთ რაც მოიტანა! არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი”.

 

ეს კომენტარი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელ, მათ შორის, „ჯორჯიან თაიმსმაც“. მოგვიანებით გაირკვა, რომ მსგავსი კომენტარი რომან გოცირიძეს არ გაუკეთებია და მისი სახელით სოციალურ ქსელში ჩვეულებრივი ფეიკი გავრცელდა. ამის თაობაზე, რომან გოცირიძემ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. „ჯორჯიან თაიმსი“ დაეყრდნო მხოლოდ ფეისბუქგვერდის მტკიცებას და აღარ გადაამოწმა პირველწყარო. ამ გაუგებრობისთვის მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge