Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:32 12.08.2019
„2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა - გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს“

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ძველ, მაგრამ მნიშვნელოვან ამბებს იხსენებს:

 

2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა. გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოტანა აკრძალულია, მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს. არასამთავრობოები არაფერს იმჩნევენ, ე.წ. ჟურნ. ეთიკის ქარტიას ზვიად ქორიძე განაგებს, სოროსის ფონდში მედია-გრანტებს ალ. ელისაშვილი გასცემს, ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებს დონაძე და უდუმაშვილი იღებენ... ეგეთი ამბავია - ტერორი, რეპრესია, შიში. ხოლო ჩვენ მაინც ვმუშაობთ, ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებთ - ხომ უნდა გასკდნენ გულზე ნაცები და ენჯეოშნიკები?!


ჰოდა, ნაცი ყეფს, ენჯეოშნიკი დუმს ქარავანი (For.ge) მიდის. ნაცებმა შემოგვითვალეს, For.ge-ს ვიყიდით, ოღონდ, ისევ თქვენ უნდა აკეთოთ (რა თქმა უნდა, მათი კარნახით) და სერიოზულ ხელფასებს დაგინიშნავთო. კიდევ ერთი პირობაც - მე, როგორც გიგი მესვეტეს და დიტო გელოვანს, ისევ უნდა მეწერა და, რა თქმა უნდა, ნაცების კარნახით. უარი შევუთვალე. რა თქმა უნდა - ცუდი სიტყვებით. ვმუშაობთ. "ქართულმა აკადემიამ" თავის ოფისში, ზუბალაშვილებზე, ერთი ოთახი დაგვითმო. დანარჩენი ძველებურად - არც ხელფასი, არც ჰონორარი, არც რეკლამა, გრანტებს ქორიძე, ელისაშვილი, გიგაური, ლომჯარია და კოჟორიძე ასხედან. ვმუშაობთ, მხარს გვიჭერენ და ჩვენთან იბეჭდებიან კახა კაციტაძე, ზურაბ დათუაშვილი (იერემია), დავით ზარდიაშვილი, ზურაბ მარშანია... ჰონორარს ვერ უხსენებ - "სად გაქვთ ფული, თქვე გაჭირვებულებო..." არც ვუხსენებ - ჯიბეგამოფხეკილები ცეცხლს ვეთამაშებით. დავით ზურაბიშვილს თხოვნა შევუთვალეთ, რომ For.ge-ზე ეწერა. ასი ლარიო - შემოგვითვალა...ეგრე იყო. პ.ს. გიგი მესევეტე და დიტო გელოვანი პრესა.გე-ზე ნაცებმა კაშა მესვეტით და კირილე მიმინოშვილით ჩაანაცვლეს 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge