Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:08 22.08.2019
"გრენლანდიის ფასი: ამერიკამ მართლა რომ იყიდოს, თითოეული გრენლანდიელი 18 მილიონ დოლარს მიიღებს"

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"გრენლანდია... როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპი არ ხუმრობდა, როცა მისი ყიდვა განიზრახა. არქტიკული კუნძულის დაახლოებითი ფასი მინიმუმ ერთი ტრილიონი დოლარი შეიძლება იყოს.


როგორც უკვე ცნობილია, დონალდმა დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიქსონს უთხრა - ქალბატონო, მომეცი კუნძული, მომყიდე, მაინც წამგებიანია თქვენთვის, 700 მილიონს ურიცხავთ ბიუჯეტში ყოველ წელსო. 


მეტემ მიუგო - ეჰ, დონალდ, ყველაფრის ყიდვა გინდა... ვერ გავიგე, ხუმრობ თუ აბსურდული იდეები გაწუხებს? მოკლედ, გრენლანდია არ იყიდება, გრენლანდიელები თავისუფლები არიან და თავიანთ თავს ბედს თვითონ გადაწყვეტენო.


დონალდი ისე გაბრაზდა მეტეს უარის გამო, რომ დანიაში ვიზიტზე უარი თქვა.


ისე, აშშ-ის პრეზიდენტს მაინც იმედი აქვს: როგორც "ბი-ბი-სი" წერს, 2021 წლისათვის დანიელები კუნძულის კოლონიზაციის 300 წლისთავს აღნიშნავენ და თუ გრენლანდიელებს, ვთქვათ, დანიისაგან სეპარატისტობის სენი გაუჩნდებათ, იქნებ საკუთარი თავი ამერიკელებს მიჰყიდონ. ასეთ შემთხვევაში ისინი ერთ ტრილიონ დოლარს მიიღებენ, ანუ თითოეულ გრენლანდიელს 18 მილიონი დოლარი ერგება." - წერს სიმონ კილაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge